აფხაზეთის მოქალაქეები ახალ პასპორტებს წლის ბოლომდე მიიღებენ. ამის შესახებ დეფაქტო რესპუბლიკის პირველმა ვიცე-პრემიერმა შამილ აძინბამ განაცხადა. მისივე თქმით, პასპორტები გოზნაკში იბეჭდება და მათი გაცემა უახლოეს სამ თვეში დაიწყება. 2016 წლის თებერვლის დეფაქტო არჩევნებში ადგილობრივი მოსახლეობა მონაწილეობას ახალი პასპორტებით მიიღებს, რომლებიც დაცვის თანამედროვე მექანიზმებით იქნება აღჭურვილი.
მასალის გამოყენების პირობები