ჩინეთის პროვინცია ცინხაიში გუშინ მომხდარი მიწისძვრის შედეგად, 617 ადამიანი დაიღუპა და 9980 დაშავდა, 313 კი დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით "ბი-ბი-სი" იუწყება.
შეგახსენებთ, რომ მიწისძვრის სიმძლავრე 7,1 ბალს შეადგენდა.
"ბი-ბი-სის" ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილი მოსახლეობის რიცხვი გაიზრდოს. ადგილობრივი მოსახლეობა მედიკამენტების ნაკლებობას განიცდის. გარდა ამისა, დაკარგულების ნათესავები საკუთარი რესურსებით ცდილობენ ახლობლების გადარჩენას.
მიწისძვრის შედეგად ყველაზე მეტად ქალაქი ჯიეგუ დაზარალდა, ქალაქში შენობების 85% დანგრეულია.
შეგახსენებთ, რომ მიწისძვრის დროს ადამიანების უმეტესობა ჯერ კიდევ სახლში იმყოფებოდა, სკოლებში კი გაკვეთილები მიმდინარეობდა. პროვინცია ცინხაიში 2008 წლის მონაცემებით 5,54 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.