თავდაცვის სამინიტრო კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა დატოვა. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" უწყების პრესსამსახურში განუცხადეს თანამდებობა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ რობერტ გრიგალაშვილმა დატოვა.
თავდაცვის სამინიტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გრიგალაშვილმა თანამდებობა პირადი პატაკის საფუძველზე დატოვა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ასევე თანამდებობა დატოვა თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილემ, ვალერი ზუმბაძემ.