სეპარატისტებმა კრამატორსკი დაბომბეს. ამის შესახებ უმაღლეს რადაში გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა.
პოროშენკოს მტკიცებით, უკრაინულ მამხედრო შტაბს, რომელიც კრემატორსკშია განთავსებული, საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს.
რამდენიმე ჭურვი დასახლებულ რაიონში დაეცა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა. საარტილერიო ზალპი გორლოვკის რაიონიდან გაიხსნა, რომელსაც ამბოხებულები აკონტროლებენ.