,,თავისუფალი დემოკრატების" წევრის ირაკლი ჩიქოვანის ინფორმაციით, თავდაცვის და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარესთან ირაკლი სესიაშვილთან შეთანხმდა, რომ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს პარლამენტში მიიწვევენ.
"შევთანხმდით, რომ მოვიწვევთ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, რომლებიც გააკეთებენ განმარტებებს ყველა იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლებზეც კითხვის ნიშნები არსებობს", - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
მისივე განმარტებით, გარკვეულ საკადრო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროსთან კითხვები არსებობს.
"ეს დაკავშირებულია არა მხოლოდ გენინსპექციაში, არამედ სამინისტროს დაქვემდებარებულ სხვა უწყებებში მომუშავე ადამიანების დანიშვნებთან. არიან პირები, რომელთა წარსული უკავშირდება ისეთი ხმაურიანი საქმეების გამოძიებას, რომლებიც საზოგადოებაში, არასამთავრობო სექტორსა თუ პოლიტიკურ ძალებში ძალიან ნეგატიურ შეფასებას ტოვებს თუნდაც თეთრაძის საქმე", - აღნიშნა ჩიქოვანმა.