მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ვალუტა აშშ დოლარია. მსოფლიო პოპულარულ ვალუტათა "ტოპ-5"-ში აშშ დოლარის შემდეგ პოპულარული ევროა. ხუთეულში მოხვდა ასევე ჩინური იუანიც. აღსანიშნავია, რომ წამყვანი 5 ვალუტიდან 2 აზიური ვალუტაა.
მსოფლიო პოპულარული "ტოპ-5" ასე გამოიყურება:
1. აშშ დოლარი
2. ევრო
3. ბრიტანული ფუნტი
4. იაპონური იენი
5. ჩინური იუანი
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ჩინურ იუანზე მოთხოვნა იმდენად გაიზარდა, რომ მან პოპულარულობით კანადურ და ავსტრიულ დოლარსაც კი გადაუსწრო.
მსოფლიო ბანკთაშორისი ფინანსური ტელეკომუნიკაციის SWIFT-ის ინფორმაციით, 2014 წელს ჩინურ იუანებში გადარიცხვების წილმა უკვე
2,17 %-ს მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული მაჩვენებელი 2013 წლის მაჩვენებელთან შეადრებით ფაქტობრივად გაორმაგებულია. 2014 წლის მაჩვენებელი 2012 მაჩვენებელთან შედარებით კი 361%-ითაა გაზრდილი.
Financial Times-ი წერს, რომ აღნიშნული მაჩვენებლებით, ჩინური იუანი "განვითარებადი" ვალუტიდან "ჩვეულებრივი" ვალუტის კატეგორიაში გადავიდა.
მასალის გამოყენების პირობები