ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე, შესაძლოა, ახალი აფეთქება მოხდეს, რომელიც 1986 წლის აფეთქებასთან შედარებით ძლიერი იქნება და არა მხოლოდ უკრაინას, მის მეზობლებსაც დააზარალებს. ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა იულია ტიმოშენკოს ბლოკიდან ვლადიმერ იაროვირსკიმ განაცხადა.
დეპუტატის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში დიდი რაოედნობით თანხა ჩაიდო, მისი მდგომარეობა შემაშფოთებელია.
როგორც იავორივსკიმ აღნიშნა, თუ რეგიონში 5 ან 6-ბალიანი მიწისძვრა მოხდება, რეაქტორს სახურავი მოძვრება, რასაც ძლიერი აფეთქება მოჰყვება.
დეპუტატმა უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდა მეცნიერებს დაავალოს ისეთი ტექნოლოგიის შემუშავება, რომელიც ბირთვული მასალების დაშლის პერიოდს 100-დან 4-5 წლამდე შეამცირებს.
ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარია 1986 წლის 16 აპრილს მოხდა. ავარიის შედეგად 160 ათსი კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორია დაბინძურდა. 2000 წლის დეკემბერში სადგურმა მუშაობა შეაჩერა.