უკრაინაში ფუფუნების საგნებზე გადასახადის შემოღება იგეგმება. როგორც ~korrespondent ~-ი იუწყება, კანონპროექტი ფუფუნების რამდენიმე საგანზე გადასახადის დაწესებასთან დაკავშირებით უკრაინის ეკონომიკური პოლიტიკის სამთავრობო კომიტეტმა მოიწონა.
როგორც ვიცე პრემიერ-მინისტრ სერგეი ტიგიპკოს პრესსამსახური იუწყება, კანონპროექტი გადასახადის დაწესებას ითვალისწინებს თვითმფრინავის, ვერტმფრენის, იახტის, ძვირადღირებული ავტომობილის ან ელიტარული უძრავი ქონების შესყიდვაზე.
ტიგიპკო მიიჩნევს, რომ მსგავსი ღონისძიება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლითი ნაწილის გაზრდას გამოიწვევს.
~ბიუჯეტის შემოსავლითი ნაწილის გაზრდითა და ხარჯვითი ნაწილის შემცირებით სახელმწიფომ სოციალურად ყველაზე დაუცველი მოსახლეობა უნდა დაიცვას. სოციალური სამართლიანობის პრინციპი წარმატებით მუშაობს ყველა განვითარებულ ქვეყანაში~, - განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.