,,ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს უზენაესი სასამრთლოს თავმჯდომარის პოსტზე ლადო ჭანტურიას წარუდგენს.
უზენაესი სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს უფლებამოსილება თებერვალში ეწურება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტმა კონსულტაციები გამართა არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებთან. ამასთან მარგველაშვილმა კომპეტენტურ ადამიანებს მოუწოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 9 თებერვლამდე წარმოადგინონ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატების სია.
1980-1985 წლებში ლადო ჭანტურია სწავლობდა
2005 წლიდან - მაქს პლანკის ინსტიტუტის მეგობართა კავშირის წევრი (ჰამბურგი).
2004 წლიდან - ამერიკის იურისტთა ასოციაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის სამართლებრივი ინიციატივის (ABA/CEELI) ფარგლებში დაფუძნებული პრაღის ინსტიტუტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრი (პრაღა).
2001 წლიდან - საკორპორაციო სამართლის საერთაშორისო კავშირის წევრი (ჰაიდელბერგი).
2001-2003 - საქართველოს უშიშროებისა და სამართალდამცავი ორგანოების რეფორმის უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელი.
2000 წლიდან - საინვესტიციო დავების მარეგულირებელი საერთაშორისო ცენტრის (ICSID) წევრი.
2000-2001 - ეროვნული ანტიკორუფციული პროგრამის შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი.
1994-1998 - საქართველოს წარმომადგენელი დსთ-ის სახელმწიფოთა კერძო სამართლის კვლევით ცენტრში.
1996-დან - გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების ექსპერტი კერძო სამართლის რეფორმის საკითხებზე ტრანსფორმაციული ეკონომიკის ქვეყნებში.
1993-1996 - გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების პროექტის კოორდინატორი საქართველოში.
1992-1995 - საქართველოს კონსტიტუციის შემმუშავებელი სახელმწიფო კომისიის წევრი.
1991-1996 - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შემმუშავებელი სარედაქციო ჯგუფის წევრი.
ამჟამად ლადო ჭანტურია საქრთველოს ელჩია გერმანიაში.
ქართველ და უცხოელ კოლეგებთან ერთად ლადო ჭანტურია მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზატორი და მონაწილეა (მათ შორისევროპის ქვეყნების უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეთა მე-7 კონფერენციის, რომელიც 2001 წელს თბილისში ჩატარდა). იგი რამდენიმე ჟურნალის რედაქტორთა კოლეგიის წევრია, მათ შორის: „სამართლის ჟურნალი", „სამართალი", „ადამიანი და კონსტიტუცია", „ბანკი", „Юрист" (ყაზახეთის რესპუბლიკა).