რუსეთის თავდაცვის მინისტრი ანატოლი სერდიუკოვი აცხადებს, რომ დსთ-ს სივრცეში დღეისათვის შეიარაღებული კონფლიქტების აღმოცენების საშიშროების ალბათობა ჯერ კიდევ შენარჩუნებულია.
ეს განცხადება რუსეთის თავდაცვის მინისტრმა დღეს მოსკოვში დსთ-ს თავდაცვის მინისტრების საბჭოს სხდომაზე გააკეთა.
"მორიგი სხდომა დიდი სამამულო ომის 65-ე წლისთავის წინ ტარდება. ეს ყველაზე სისხლისმღვრელი ომი იყო. მაგრამ დღეისათვის ახალი შეიარაღებული კონფლიქტების წარმოქმნის საფრთხე მოხსნილი არ არის. ჯერ-ჯერობით ასევე შენარჩუნებულია საფრთხე თანამეგობრობის ქვეყნების ნაციონალური უსაფრთხოების მიმართ", _ განაცხადა სერდიუკოვმა სხდომაზე.