300 ადამიანი გარდაიცვალა და 8 ათასზე მეტმა ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო ჩინეთის პროვინცია ცინხაიში მომხდარი მიწისძვრის შედეგად.
მიწისძვრის სიმძლავრე 7,1 ბალს შეადგენდა.
ათასობის ადამიანი ნანგრევების ქვეშა არის მოყოლილი, მათ შორის სკოლის მოსწავლეები. მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რაიონებში მედიკამენტების ნაკლებობაა.
"ბი-ბი-სის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილი მოსახლეობის რიცხვი გაიზრდება. მიწისძვრის დროს მრავალი ადამიანი ჯერ კიდევ სახლში იმყოფებოდა, სკოლებში კი გაკვეთილები მიმდინარეობდა.
მიწისძვრის შედეგად დანგრეულია შენობების 90 %, არ ფუნქციონირებს კავშირგაბმულობა და არ არის ელექტროენერგია.
ამ დროისათვის ხელისუფლება ცდილობს ყველა საჭირო ღონისძიებას მიმართოს იმისათვის რათა ნანგრევებს Dშორის მოყოლილი ადამიანების ამოყვანა და გადარჩენა შეძლოს. სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად შექმნილია სპეციალური ოპერატიული შტაბი.
პროვინცია ცინხაიში 2008 წლის მონაცემებით 5,54 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
მასალის გამოყენების პირობები