საბერძნეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. 31 წლის ქრისტეფორე კირაკოსიანი ათენის ერთ-ერთ საავადმყოფოში დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, კირაკოსიანი საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში მეგობრებმა მიიყვანეს. მედიკოსების მცდელობის მიუხედავად, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ვერ ხერხდება ასევე მისი ოჯახისა და მეგობრების ვინაობის დადგენა. უცნობია, როდის მოხდება მისი საქართველოში გადმოსვენებაც.