აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამა 18 აპრილს ლეხ კაჩინსკის და მისი მეუღლის მარია კაჩინსკის დაკრძალვაზე ჩავა.
"ჩვენ ყველა ღრმად ვართ დამწუხრებულები პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის, პირველი ლედის, მთავრობის წევრების და სამხედრო ლიდერების ტრაგიკულად დაღუპვის გამო. ეს იყო არა მხოლოდ პოლონეთის, ასევე მთელი მსოფლიოს დანაკარგი. აშშ როგორც პოლონეთის ახლო მეგობარი და მოკავშირე ამ რთულ დღეებში პოლონელი ხალხის გვერდით დგას. მე მჯერა, რომ საერთაშორისო საზოგადოება ამ რთულ დღეებში პოლონელი ხალხის გარშემო გაერთიანდება, რომელმაც თავისი ისტორიის განმავლობაში გასაოცარი სიმტკიცე გამოავლიან. ჩვენ ვლოცულობთ და ვგლოვობთ პოლონელ ხალხთან ერთად", - განაცხადა ვაშინგტონში ბირთვული უსაფრთხეობის სამიტზე აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.
აღსანიშნავია, რომ სამიტი პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის და დელეგაციის ხსოვნის საპატივსაცემოდ წუთიერი დუმილით გაიხსნა.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავმა, რომელშიც, ბოლო მონაცემებით, 98 ადამიანი იმყოფებოდა, კატასტროფა 10 აპრილს, სმოლენსკთან განიცადა. ყველა მგზავრი დაიღუპა. ლეხ კაჩინსკი სმოლენსკში კატინის მოვლენების 70 წლისთვისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასასწრებად მიდიოდა.
ქვეყნის პრეზიდენტის დაღუპვის გამო პოლონეთში ერთკვირიანი გლოვაა გამოცხადებული, ასევე გლოვის დღეები გამოცხადა ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში.