ბირთვული უსაფრთხოების სამიტის მონაწილეები ბირთვული მასალების შემცირებაზე შეთანხმდა.
სამიტის მონაწილე სახელმწიფოების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რომ ისინი მონაწილეობას მიიღებენ ერთობლივ ღონისძიებებში, რომელიც ბირთვული იარაღის ტერორისტების ხელში მოხვედრის წინააღმდეგ იქნება მიმართული.
ამასთან, აშშ-ს პრეზიდენტმა სამიტში მონაწილე ქვეყნებს ირანის წინააღმდეგ გაბედული და სწრაფი სანქციების გატარებისკენ მოუწოდა.
ობამას განცხადებას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ღონისძიების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სანქციები პირველ რიგში ირანელ ხალხს დაზარალებს და შეზღუდვები მხოლოდ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული.
აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტი ტრაგიკულად დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის და დელეგაციის წევრების ხსოვნის საპატივსაცემოდ წუთიერი დუმილით გაიხსნა.