ტეროროსტებმა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში გაეროს წარმომადგენლობის შენობა დაიკავეს. ურთიერთსროლების შედეგად მათ შენობის დაკავება მოახერხეს. მოკლულია ათი ადამიანი, მათ შორის გაეროს წარმომადგენლობის ექვსი თანამშრომელი.
როგორც გაეროს თანამშრომლები აცხადებენ, შენობაზე იერიში სამმა ბოევიკმა მიიტანა და მათი მიზანი 7 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩაშლაა.
ქაბულის პოლიციეს წარმომადგენელთა განცხადებით, თავდასხმაში 5 ან 6 ბოევიკი მონაწილებდა.
პირველად სროლის ხმა ადგილობრივი დროით 6 საათისთვის გაისმა. იერიშის დროს შენობაში სავარაუდოდ 20-მდე თანამშრომელი იმყოფებოდა.
პარალელურად "თალიბები" ავრცელებენ ინფორმაციას, რომ მათ ტყვედ აიყვანეს გაეროს რამდენიმე თანამშრომელი.
თვითმხილველები აფეთქების შესახებაც საუბრობენ. შემთხვევის ადგილას გაჩნდა ხანძარი.
ქუჩები გაეროს წარმომადგენლობის ირგვლივ პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურის მიერაა ბლოკირებული.