ბიშკეკში მომხმდარმა არეულობამ დედაქალის მეწარმეებს 7 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ზარალი მოუტანა. ამის შესახებ სააგენტო "24.კგ"-ის ინფორმაციით, მეწარმეებისა და მოიჯარეების გაერთიანების ხელმძღვანელმა ბურულკან უსუბაკუნოვმა, ყირგიზეთის დროებითი მთავრობის წარმომადგენელთან შეხვედრაზე განაცხადა.
ზარალის აღნიშნული ოდენობა წინასწარი მონაცემია და იგი შინაგან საქმეთა ორგანოების მიერ დადასტურებული არ არის.
დროებითი მთავრობის წარმომადგენლის ტურატბეკ მადილბეკოვის თქმით კი, დედაქალქში მდებარე შინაგან საქმეთა ორგანოებმა არეუილობის შედეგად დაახლოებით 46 ათასი აშშ დოლარის ზარალი მიიღეს, კერძოდ, საუბარია მილიციის მანქანების დაზიანებაზე.
ზარალის მთლიანი ოდენობა, რომელიც მეწარმეებს, სამთავრობი სტრუქტურებსა და საქალაქო დაწესებულებს მიადგა, ჯერ უცნობია.
ყირგიზეთში არეულობა 6 აპრილს დაიწყო, რის შედეგადაც 82 ადმიანი დაიღუპა და 1 600-ზე მეტი დაშავდა. ოპოზიციის გამოსვლების შემდეგ, ქვეყნის ხელისუფლებაში დროებითი მთავრობა მოვიდა.