პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკიდა მისი მეუღლე მარია შესაძლოა პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მდებარე ვაველის კოშკში დაკრძალონ. განცხადებას ამის შესახებ პოლონური მედია ავრცელებს.
"ეს ოჯახის გადაწყვეტილებაა _ კაჩინსკების შვილის მარტას და იაროსლავ კაჩინსკის, რომ პრეზიდენტი და მისი მეუღლე ვაველში უნდა დაიკრძალონ", _ იუწყება პოლონური მედია პოლონეთის მთავრობის წევრზე დაყრდნობით.
ქალაქ კრაკოვის ადმინისტრაციის უფროსი იაცეკ მაიხოვსკი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუკი მართლაც ეს გადაწვეტილება იქნება მიღებული, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ყველაფერი ჯეროვან დონეზე ჩატარდეს.
პოლონური მედია აღნიშნავს, რომ ვაველის კოშკში დაკრძალულია პოლონეთის რამდენიმე მეფე, ცნობილი პოეტები და გენერალი ვლადისლავ პილსუდსკი.
კაჩინსკების დაკრძალვის ცერემონიალი, სავარაუდოდ, კვირას გაიმართება.