21 იანვარს, მსოფლიოში აღინიშნება ჩახუტების საერთაშორისო დღე.
საქართველო მესამეჯერ უერთდება ამ დღეს და 14:00 საათზე ფილარმონიიდან ბარათაშვილის ხიდამდე მსვლელობა მოეწყობა.
ჩახუტების ნაციონაური დღე, პირველად ფართო მასშტაბით ამერიკის შეერთებულ შტატებში 1986 წელს აღინიშნა.
დღის დამაარსებელი კევინ ზაბორნია, რომელსაც ჩახუტების ელჩსაც უწოდებენ. მოგვიანებით ამ დღეს მსოფლიოს მრავალი ქვეყანა შეუერთდა და მას ჩახუტების საერთაშორისო დღე ეწოდა წელს პირველად, ნაციონალური ჩახუტების დღის ვებგვერდზე განთავსდა ინფორმაცია ქართულ ენაზე.