ყირგიზეთის ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობამ ქვეყნის პრეზიდენტის ყურმანბეკ ბაკიევის ხელშეუხებლობის მოხსნის შესახებ დეკრეტი გამოსცა.
ამის შესახებ დღეს დროებითი მთავრობის წარმომადგენელმა აზიმბეკ ბეკნაზაროვმა განაცხადა.
მისი თქმით, დღემდე მას ხელშეუხებლობის იმუნიტეტი ჰქონდა, თუმცა იგი უკვე მოეხსნა, რის შემდეგაც მისი დაპატიმრების ორდერი გაიცემა.
"ჩვენ მას დღემდე ველოდებოდით მას, მაგრამ ის ჯალალ-აბადში მიტინგებს მართავს", - აღნიშნა ბეკნაზაროვმა და აქვე დასძინა, რომ თუ პრეზიდენტი ბაკიევი ამის შემდეგაც არ გამოცხადდება მაშინ მისის დაპატიმრება სპეცოპერაციით მოხდება.
შეგახსენებთ, რომ 6-7 აპრილის ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში მომხდარი არეულობის დროს 82 ადამიანია დაღუპა, ხოლო 1600-ზე მეტი დაშავდა. ამ დროისთვის ქვეყანას ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობა მართავს, რომელსაც საქარეო საქმეთა ექს-მინისტრი როზა ოტუნბაევა ხელმძღვანელობს.