ყირგიზეთის პრეზიდენტი ყუმანბეკ ბაკიევი მზადაა ქვეყნის ახალ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები დაიწყოს.
ამის შესახებ ყირგიზეთის პრეზიდენტმა მშობლიურ სოფელში ჯალალ-აბადში მიტინგზე გამოსვლისას განაცხადა, თუმცა რა პირობებით გეგმავს ბაკიევი დროებით მთავრობასთან შეხვედრას და მოლაპარაკებების გამართვას არ დაუკონკრეტებია.
შეგახსენებთ, რომ 6-7 აპრილის ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში მომხდარი არეულობის დროს 82 ადამიანია დაღუპა, ხოლო 1600-ზე მეტი დაშავდა. ამ დროისთვის ქვეყანას ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობა მართავს, რომელსაც საქარეო საქმეთა ექს-მინისტრი როზა ოტუნბაევა ხელმძღვანელობს.