ინფორმაცია უკრაინაში იოსებ სტალინის ძეგლის აგების შესახებ შემაშფოთებელია. ამის შესახებ ევროსაბჭოს კომისარმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ტომას ჰამარბერგმა განაცხადა.
"შესაძლოა, თქვან, რომ ყველას აქვს სიტყვის თავისუფლად გამოხატვის უფლება... მაგრამ ასეთი ინფორმაციები მეტად არადამამშვიდებელია", _ აღნიშნა ჰამარბერგმა.
კომისარმა აღნიშნა, რომ სტალინის ძეგლის აგება უკრაინაში, რომელიც კომუნისტური რეჟიმისგან ძლიერ დაზარალდა, დამნაშავეთა საზეიმო პატივისცემას ნიშნავს.
"მემორიალები მსხვერპლთა პატივისცემის ნიშნად უნდა არსებობდეს, და არა დიქტატორების", _ განაცხადა ჰამარბერგმა.
ზაპოროჟიეს ოლქის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ალექსანდრე ზუბჩევსკიმ 9 მაისისთვის სტალინის ძეგლის აგების შესახებ განაცხადა.
ქვეყნის ვიცე-პრემიერმა ვლადიმერ სემინოჟენკომ განაცხადა, რომ ხელისუფლება ძეგლის აღმართვას არ შეეწინააღმდეგება.