ტერმინი '"დიდი სამამულო ომი" უკრაინის სასკოლო სახელმძღვანელოებში დაბრუდება. ამის შესახებ უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი ტაბაჩნიკმა განაცხადა. წინა ხელისუფლებამ ეს ტერმინი სახელმძღვანელოებიდან ამოიღო და სახელწოდება "მეორე მსოფლიო ომი" დაამკვიდრა.
ტაბაჩკინის თქმით, გაერო იმ ქვეყნებმა შექმნეს, რომლებსაც კაცთმოძულე ტოტალური იდეოლოგიის _ ნაციზმისა და ფაშიზმის მიუღებლობა აერთიანებდა.
მინისტრის განცხადებით, უკრაინის ახალმა ხელმძღვანელობამ თავისი საქმიანობა ვეტერანების ფსიქოლოგიური დახმარებით დაიწყო. გამარჯვების 65 წლისთავთან აღსანიშნავ ღონისძიებების საორგანიზაციო კომიტეტს სათავეში უკრაინის პრემიერ-მინისტრი ნიკოლაი აზაროვი ჩაუდგა.
უკრაინის მთავრობა ვეტერანებისადმი მხოლოდ ფსიქოლოგიური დახმარებით არ შემოიფარგლება. როგორც ტაბაჩკინმა აღნიშნა, მთავრობა სოციალური ღონისძიებების კომპლექსს ამზადებს. "ვეტერანების სოციალური დაცვის კანონის შესაბამისად საომარი მოქმდებების ყველა მონაწილეს საცხოვრებელი სახლებითა და ავტომობილებით ვუზრუნველყოფთ", _ განაცხადა ტაბაჩკინმა.