ვაშინგტონში, დღეს ბირთვული შეიარაღების გაუვრცელებლობის შესახებ სამიტი გაიხსნება, რომელშიც 46 ქვეყნის პირველი პირი დაესწრება.
სამიტის გახსნამდე მონაწილეებს აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა მიესალმა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტი ვაშინგტონში პირადად აშშ-ს პრეზიდენტის მიწვევით იმყოფება, სადაც შეხვედრას ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენთან გამართავს.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილი 13-14 აპრილს სამიტის ფარგლებში შვეიცარიის და ფინეთის პრეზიდენტებს და ჩეხეთისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრებს შეხვდება. დაგეგმილია შეხვედრები რესპუბლიკელ და დემოკრატ კონგრესმენებთან და სენატორებთან, ასევე აშშ-ს აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან.