დღეს, 13 აპრილს, მარია კაჩინსკის ცხედარს პოლონეთში გადაასვენებენ და მის ცხედარს მეუღლის გვერდით დაასვენებენ. განცხადება ამის შესახებ პოლონეთის ხელისუფლების კანცელარიის უფროსის მოადგილემ იაცეკ სასინმა გააკეთა.
პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის მეუღლის მარია კაჩინსკის ცხედარი ამოცნობილია.
"მარია კაჩინსკის ცხედარი უკვე იდენტიფიცირებულია", _ განაცხადა სასინმა. მისი თქმით, 13 აპრილს მარია კაჩინსკის ცხედარს პოლონეთში გადაასვენებენ და მის ცხედარს მეუღლის გვერდით დაასვენებენ.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთის პრეზიდენტი, მისი მეუღლე და პოლონეთის თითქმის მთელი მთავრობა 10 აპრილს რუსეთში, სმოლენსკის ოლქში მომხდარ ავიაკატასტროფაში დაიღუპა.