პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის მეუღლის მარია კაჩინსკის ცხედარი ამოცნობილია. განცხადება ამის შესახებ პოლონეთის ხელისუფლების კანცელარიის უფროსის მოადგილემ იაცეკ სასინმა გააკეთა.
"მარია კაჩინსკის ცხედარი უკვე იდენტიფიცირებულია", _ განაცხადა სასინმა. მისივე თქმით, ხვალ 13 აპრილს მარია კაჩინსკის ცხედარს პოლონეთში გადაასვენებენ და მის ცხედარს მეუღლის გვერდით დაასვენებენ.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთის პრეზიდენტი, მისი მეუღლე და პოლონეთის თითქმის მთელი მთავრობა 10 აპრილს რუსეთის სმოლენსკის ოლქში მომხდარ ავიაკატასტროფაში დაიღუპა.