იტალიაში, ბოლცანოს პროვინციაში, სარკინიგზო კატასტროფა მოხდა, რომელიც მსხვერპლით დასრულდა. ამჟამად არსებული ინფორმაციით, მატარებელი რელსებიდან გადავიდა და შვიდი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. აღსანიშნავია, რომ მსხვერპლის რიცხვი საბოლოო არ არის და იგი შესაძლოა გაიზარდოს.
სარკინიგზო კატასტროფის შედეგად, ამჟამად არსებული მონაცემებით დაჭრილია 70 ადამიანი. კატასტროფის მიზეზები ჯერ ჯერობით უცნობია. შემთხვევის ადგილზე ამჟამად მაშველები მუშაობენ.