ლონდონის "არსენალმა" ლუკას პოდოლსკი იჯარით გაანათხოვრა. "მეთოფეების" თავდამსხმელი მილანის "ინტერში"გადავიდა, სადაც ერთ სეზონს გაატარებს. "არსენალში" პოდოლსკი 2012 წლიდან თამაშობდა. მის ანგარიშზე 82 მატჩი და 31 გოლია. გერმანიის ეროვნულ ნაკრებში კი პოდოლსკის 121 მატჩი აქვს ჩატარებული და 47 გოლი აქვს გატანილი.
მასალის გამოყენების პირობები