დღეს, 12 აპრილს, ვაშინგტონში ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის სამიტი გაიხსნება.
ორდღიან სამიტს 47 ქვეყნის ლიდერი დაესწრება. სამიტზე ბარაკ ობამამ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც მიიწვია.
სამიტზე წარმოდგენილი იქნება ჩრდილოეთ კორეის და ირანის დელეგაციები. დაპატიჟებულია სირიაც, თუმცა უცნობია ჩავა თუ არა ვაშინგტონში ამ ქვეყნის უმაღლესი რანგის წარმომადგენელი. სამიტზე დასწრებას გეგმავს ისრაელის, ინდოეთისა და პაკისტანის დელეგაციებიც. რგორც ცნობილია, ეს ის ქვეყნებია, რომლებმაც 1968 წელს, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერეს.
სამიტს რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტებიც დაესწრებიან.
აღსანიშნავია, რომ სამიტის გამართვა ბარაკ ობამას ინიციატივით საგანგებოდ გადაწყდა. ასეთი უმაღლესი დონის სამიტი 1940 წლის შემდეგ არ გამართულა.