დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს მრავალშვილიან სოციალურად დაუცველ ოჯახებს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლებმა. მისალოცი ბარათები და საახალწლო საჩუქრები: სათამაშოები, ტკბილეული, კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ტექნიკა პატარებსა და მათ მშობლებს სამინისტროს ფოიეში, საახალწლო ნაძვის ხესთან, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა გადასცეს.
ფინანსთა სამინისტროს განსაკუთრებულ სტუმრებს ნოდარ ხადურმა და გიორგი თაბუაშვილმა სიურპრიზი მოუწყვეს და ბავშვები მათთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ადგილზე - მთაწმინდის პარკში წაიყვანეს. პატარებმა მოინახულეს თოვლის ბაბუა და სანტა კლაუსი, ისრიალეს საციგურაო მოედანზე და დაესწრნენ ილუზიონისტების წარმოდგენას.