შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებულ საქველმოქმედო აქციას საქართველოს რეგიონებში მცხოვრები, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების დასახმარებლად. შინაგან
საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი ლევან გენგაშვილი და სამმართველოს თანამშრომლები საქველმოქმედო აქციას შეუერთდნენ.
გორის, ხაშურის, კასპისა და ქარელის რაიონული სამმართველოების თანამშრომლები შიდა ქართლში სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ 60-მდე ოჯახს ეწვივნენ, მათ შორის, მრავალშვილიანებსა და მარტოხელებს. პოლიციელებმა
მოქალაქეებს სურსათი, სხვადასხვა დასახელების პროდუქტი გადასცეს და ბედნიერი ახალი წელი უსურვეს.
საქველმოქმედო აქციის მიზანია ზამთრის პერიოდში, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება. სამინისტრო სულ 1000-მდე ოჯახს დაეხმარება