თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი წლის ღამეს მეტროსა და საბაგიროს მუშაობა გახანგრძლივდება და ამ პერიოდის განმავლობაში მგზავრობა იქნება უფასო.
კერძოდ, მეტროპოლიტენი 31 დეკემბრს 24:00 საათიდან 2015 წლის პირველი იანვრის 04:30 საათამდე იმუშავებს დამატებით, ხოლო "რიყისა და ნარიყალას" დამაკავშირებელი საბაგირო მგზავრებს 31 დეკემბრის 23:00 საათიდან 2015 წლის პირველი იანვრის 03:00 საათამდე მოემსახურება.
თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით მეტროს მუშაობა გახანგრძლივდება, ასევე, შობის ღამეს და 2015 წლის 6 იანვრის 24:00 საათიდან 2015 წლის 7 იანვრის 04:30 საათამდე და მომსახურება ასევე იქნება უფასო.