საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის რეფორმით დაინტერესდა, - სისტემის მოდელი დღეს ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განიხილეს, რომელიც პრემიერის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
რეფორმა კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის შექმნას გულისხმობს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში, მომავალი თაობის პენსიონრებს მაღალი საპენსიო შემოსავლით უზრუნველყოფს.
რეფორმის კონცეფცია მსოფლიო ბანკის ექსპერტების მონაწილეობით შემუშავდა.
მთავრობა კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის მაქსიმალურად დახვეწილ მოდელს ჩამოაყალიბებს, რისთვისაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სხვა უწყებებთან აქტიურად ითანამშრომლებს.