დედაქალაქის მერი დავით ნარმანია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №11 დაწესებულებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან და თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროს გელა ჩივიაშვილთან ერთად ეწვია.
თბილისის მერის თქმით, არასრულწლოვანთა დაწესებულებაში მყოფი ახალგაზრდები გარკვეული დროის შემდეგ ოჯახებს დაუბრუნდებიან და ისინი ჩვეულებრივი რიტმით უნდა შეუდგნენ ცხოვრებას.
„თბილისის მერია მათ გვერდით იქნება და შესაძლებლობების მაქსიმუმს გააკეთებს" - განაცხადა დავით ნარმანიამ.