საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციის ინფორმაციით, ქვესადგურში „გორი-220" მიმდინარე გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 დეკემბერს, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ქალაქ ქარელის, სოფლების: რუისის, ურბნისის და ხვედუეთის 7800 აბონენტს, ხოლო აღნიშნული ქვესადგურის ფიდერზე მიმდინარე სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ქალაქ გორის ნაწილს და სოფლებს: ტინისხიდი და სკრა. აღნიშნული შეზღუდვა შეეხება 1200 აბონენტს.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს წარმოქმნილი შეფერხების გამო.
მასალის გამოყენების პირობები