დღეს და ხვალ საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ამის შესახებ, ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში გარემოს დაცვის სამინისტროს სინოპტიკოსმა ცისანა დათიაშვილილმა განაცხადა.
,,ხვალ, 29 დეკემბერს საქართველოში უნალექო და თბილი ამინდი შენარჩუნდება. რაც შეეხება ტემპერატურას ჰაერი დასავლეთ საქართველოში 18 გრადუსამდე აღმოსავლეთში კი 12 გრადუსამდე გათბება", _განაცხადა ცისანა დათიაშვილმა.
მისივი განმარტებით, თბილისშიც უნალექო ამინდი შენარჩუნდება და ჰაერი 9-10 გრადუსამდე გათბება.