25 დეკემბერს სოხუმის კლინიკურ საავადმყოფოს დაარსებიდან 100 წელი შესრულდება. ქალაქის ერთ-ერთი მთავარი სამკურნალო დაწესებულება 1914 წელს ექიმებმა ნ. რუკინმა, კ. სპირანტიმ და ა. გრიგოლიამ დააარსეს.
მას შემდეგ, როგორც მშვიდობიან, ისე ომის დროსაც საავადმყოფოს მუშაობა არ შეწყვეტილა.
ჯერ კიდევ სამამულო ომის დროს, საავადმყოფო ზურგის სამხედრო ჰოსპიტლის ფუნქციას ითავსებდა და მშვიდობიან მოსახლეობასთან ერთად დაჭრილ ჯარისკაცებსაც მკურნალობდა.
1960-ან წლებში ექსპლუატაციაში სოხუმის რესპუბლიკური საავადმყოფოც შევიდა, თუმცა სოხუმის კლინიკურ საავადმყოფოს თავისი ავტორიტეტი და მნიშვნელობა არ დაუკარგავს.
სწორედ ამ პერიოდში გამოვლინდა აფხაზეთში ცნობილი ქირურგის გიორგი ემხვარის ნიჭი და შესაძლებლობები, რომლის პოპულარობა იმდენად დიდი იყო, რომ ავადმყოფები მასთან საქართველოს სხვა რეგიონებიდანაც ჩადიოდნენ.
1992-93 წლების ომის შემდეგ, სოხუმის კლინიკური საავადმყოფო ერთდაერთი სამედიცინო დაწესებულება იყო, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის მთელ ტერიტოიაზე მცხოვრებ მოსახელობას ემსახურებოდა.
სხვადსხვა წლებში ამ საავადმყოფოში მსახურობდნენ ცნობილი ექიმები: ნ. ბენდელიანი, მ. ახალაია, ი. ელიგულაშვილი, ბ. იოსელიანი, მ. ოდიშარია, ვ. შერვაშიძე- ჩაჩბა (ვის სახელსაც ამჟამად საავადმყოფო ატარებს) და სხვები.