ზლატან იბრაგიმოვიჩი გაზეთ Dagens Nyheter-ს გაუნაწყენდა. ამის მიზეზი შვედური გამოცემის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგი გახდა. საუკუნის საუკეთესო სპორტსმენთა სიაში პარი სენ ჟერმენის თავდამსხმელი პირველ პოზიციაზე ვერ მოხვდა, რის გამოც მან გაღიზიანება ვერ დამალა. "მადლობელი ვარ აღიარებისთვის, მაგრამ მეორე ადგილი ჩემთვის ბოლო ადგილია. ამ სიაში მე უნდა ვიკავებდე პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე ადგილებს,"-განაცხადა იბრაგიმოვიჩმა. Dagens Nyheter-ის რეიტინგით, საუკუნის საუკეთესო შვედი სპორტსმენის ტიტული ყოფილმა ჩოგბურთელმა ბიორნ ბორგმა მოიპოვა.
მასალის გამოყენების პირობები