,,აფხაზეთის მეცნიერება მოძველდა და დროს ჩამორჩა, საჭიროა ახლებური მიდგომები. ამასთან მეცნიერება უნდა იყოს მოთხოვნადი და მას ქვეყნისთვის რეალური სარგებლობა უნდა მოჰქონდეს." - განაცხდა ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ 23 დეკემბერს აფხაზ ახალგაზრდებთან შეხვედრაზე.
მისი თქმით, ახალგაზრდა თაობის მეცნიერებით დაინტერესება სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა და ამისთვის მათ აუცილებელი პირობები უნდა შერქმნან.
,,იმისათვის, რომ ახალაგაზრდები მეცნიერების გზას დაადგნენ, საჭიროა ფინანსებით და საცხოვრებლით მათი უზრუნველყოფა, გრანტების გაცემა და ასპირანტებისთვის სტიპენდიების გაზრდა." - აღნიშნა ხაჯიმბამ.
აფხაზ ახლგაზრდებთან შეხვედრა ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტმა დღეს, მინისტრთა კაბინეტის დიდი დარბაზში, გამართა.
შეხვედრა დიალოგის რეჟიმში მიმდინარეობდა და მას ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები, სხვადსხვა საწავლებლის სტუდენტები და უფროსკლასელები დაესწრნენ.
მასალის გამოყენების პირობები