რუსეთსა და აფხაზეთს შორის ,,მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ხელშეკრულება, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იგივე პროცედურის გასავლელად დღეს სახელმწიფო დუმას გადასცა.
აღნიშნულ ხელშეკრულებას ვლადიმერ პუტინმა და რაულ ხაჯიმბამ ხელი მიმდინარე წლის 24 ნოემბერს სოჭში მოაწერეს.