ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში 22 დეკემბერს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან სოცილაურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი ჩავიდა.
მან ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული მშენებარე ობიექტების მოინახულა და ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის მიმართ კმაყოფილება გამოთქვა.
,,ეს არის პირველი ხელისუფლება, რომელმაც შეასრულა ყველაფერი, რაც დაგეგმა." - აღნიშნა მან ჟურნალისტებთან საუბარში.
თავის მხრივ, ოკუპირებული ცხინვალის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა მადლობა გადაუხადა რუსეთის წარმომადგენელს, მათ მიერ გაწეული დახმარებისთვის და პირობა დადო, რომ მიღებული გამოცდილება 2015-17 წლების საინვესტიციო პროგრამის განხორციელების საქმეშიც ეფექტურად იქნება გამოყენებული.
რაც შეეხება რუსეთსა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის მომავალი ურთიერთობების შესახებ დასადებ ხელშეკრულებას, ვლადისლავ სურკოვმა ხაზი გაუსვა, რომ ეს დოკუმენტი ,,მათ ქვეყნებს" უსაფრთხოებისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კუთხით ახალი ამოცანების წინაშე აყენებს.
,,მართალია, რუსეთს დღეს საუკეთესო დღეები არ უდგას, მარამ გარწმუნებთ, რომ შემდგომი თანამშრომლობისთვის მზად ვართ და დაფინასებასაც აუცილებლად გავზრდით." - აღნიშნა ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ.