23 დეკემბერს, 11:00 საათზე სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" (თავისუფლების მოედანი N4) პროექტის - "თბილისის მერიაში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ახალი სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა" ფარგლებში, IDFI, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერითა და თბილისის მერიასთან პარტნიორობით, მართავს თბილისის მერიის ვებ-პორტალის კონცეფციის პრეზენტაციასა და განხილვას.
ღონისძიებას დაესწრებიან ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის რაიონების გამგებლები, საქალაქო სამსახურებისა და საქვეუწყებო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება თვითმმართველი ქალაქების ვებ-პორტალების საერთაშორისო გამოცდილების კვლევა და თბილისის მერიის ვებ-პორტალის სრულიად ახალი კონცეფცია.
პროექტის - "თბილისის მერიაში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ახალი სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა" - მთავარი ამოცანაა თბილისის მერიის ახალი ვებ-პორტალის კონცეფციის შექმნითა და დანერგვით, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწობის უზრუნველყოფა და მოქალაქეებზე ორიენტირებული ინფორმაციული ვებ-სისტემის შექმნა.