დღეს, 22 დეკემბერს, საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში,რენო სალენსი, « აკადემიური პალმების » ორდენს გადასცემს საქართველოს მოქლაქეებს.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოში საფრანგეთის საელჩიოდან აცნობეს, ორდენი გადაეცემათ შემდეგ პირებს :
კომანდორი (უმაღლესი წოდება)
- ბ-ნი გიორგი ეკიზაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრანგული ლიტერატურის პროფესორი, მთარგმნელი, მწერალი, ფილოლოგი, ლიტერატურული პრემია « საბას » ლაურეატი საუკეტესო თარგმანისთვის (2009წ)
ოფოცერი
- ქ-ნი თამარ ჯაყელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულების ხელმძღვანელი.
- ქ-ნი იზა ჯინჯიხაძე, რობერ შუმანის ევროპული სკოლის დირექტორი (სენტ-ეგზიუპერის სკოლის მიმართულება), საქართველოს ფრანგული ენის მასწავლებელთა ასოციაციის პრეზიდენტი
კავალერი
- ქ-ნი სოფიო ბენდიაშვილი, ფრანგული ენისა და ლიტერატურის პროფესორი, მთარგმნელი
- ბ-ნი თორნიკე ერისთავი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ფრანგული ენის ექსპერტ - კონსულტანტი
- ქ-ნი ქეთევან ქურციკიძე, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორის თანაშემწე ლინგვისტური და საგანმანათლებლო თანამშრომლობის საკითხებში.
საფრანგეთის სახელმწიფო ჯილდო, « აკადემიური პალმების » ორდენი გადაეცემა განათლების სფეროში მოღვაწე სამოქალაქო პირებს და უცხოელებს, რომლებსაც განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვით ფრანგული ენისა და კულტურის გავრცელებაში.
ორდენი, რომელმაც დღევანდელი სახე 1955 წელს მიიღო, არის სამი ხარისხის : კავალერი, ოფიცერი და კომანდორი.