ხვალ, 28 ოქტომბერს, 10:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოლ-ქმრის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ ირაკლი დოკვაძის საქმის განხილვა განახლდება.
ხვალ მოწმეები დაიკითხებიან. წინა სხდომაზე დაიკითხა დოკვაძის შვილი ანა დოკვაძე და გამომძიებელი, რომელმაც ჩხრეკის ოქმი შეადგინა.
დოკვაძეს ბრალად ედება ვაკეში რამდენიმე თვის წინ ცოლ-ქმრის, ელზა გულიაშვილისა და გოჩა კვიტრიშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობა. გულიაშვილი შემთხვევის დროს ორსულად იყო.
დოკვაძე ადრე 10-წლიან სასჯელს იხდიდა დივერსიული აქტისთვის და სამშობლოს ღალატისთვის, თუმცა მოგვიანებით და პოლიტპატიმრად აღიარეს და მისი რეაბილიტაცია მოხდა.