დღეს, 16 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში გაიხსნება საბიბლიოთეკო მუზეუმი, რომელიც "გურიელის დარბაზში" განთავსდება.
მუზეუმში წარმოდგენილი იქნება საქართველოს საბიბლიოთეკო საქმის და ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობის ამსახველი საარქივო მასალა. ეროვნული ბიბლიოთეკის ისტორიული შენობის ამსახველი უნიკალური ფოტოები.
საბიბლიოთეკო მუზეუმის მოწყობასა და ეროვნული ბიბლიოთეკის რეგისტრატურის განახლებაში ეროვნულ ბიბლიოთეკას დაეხმარება ჩაის ქართული ბრენდი „გურიელი".
დღესვე 17:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე და კომპანია "გეოპლანტის" გენერალური დირექტორი მიხეილ ჭკუასელი ხელს მოაწერენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. მემორანდუმის თანახმად კომპანია უზრუნველყოფს საბიბლიოთეკო მუზეუმის მოწყობასა და ბიბლიოთეკის რეგისტრატურის განახლებას.