ოკუპირებული აფხაზეთის პრემიერ-მინისტრმა ბესლან ბუთბამ ოჩამჩირის რაიონის ხელმძღვანელობასთან, აფხაზეთის განვითარების 15-წლიანი გეგმის შექმნასთან დაკავშირებით, შეხვედრა გამართა.
,,ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიზნით, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ყველა ის ბუნებრივი რესურსი, რითაც მდიდარია აფხაზეთი. ასევე, უნდა ვიზრუნოთ თავისუფალი სავაჭრო ეკონომიკური ზონისა და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნაზე." - განაცხადა ბესლან ბუთბამ.
მისი თქმით, თავისუფალი სავაჭრო ეკონომიკური ზონის დასაარსებლად საუკეთესო ადგილია ოჩამჩირის პორტი.
რაც შეეხება ინვესტიციებსა და წვრილი და საშუალო ბიზნესის განვითარებას, პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის არის მეცხოველეობა, სასათბურე მეურნეობა და ყვავილების მოყვანა.
ბუთბამ ყურადღება აფხაზური ჩაის წარმოებაზეც გაამახვილა და თქვა, რომ მათ ტერიტორიაზე არსებულ ძველ პლანტაციებს ახალი სიცოცხლე უნდა შესძინონ.
,,აფხაზეთში მოქმედი, მოსკოვის ყოფილი ჩაის ფაბრიკის ბაზაზე მრავაპროფილიანი საწარმო უნდა შევქმნათ, რომელიც ადგილობრივი ჩაის და ხილის გადამუშავებაზე იქნება ორიენტირებული." - განაცხადა მან.
აფხაზეთი ეკონომიკური განვითარების 15 წლიანი გეგმის პროექტთან დაკავშირებით, ბესლან ბუთბა ოკუპირებული აფხაზეთის სხვა რაიონების ხელმძღვანელებთან შეხვედრასაც გეგმავს, რათა პროექტში მათი ყველა შენიშვნა და მოთხოვნა იყოს გაითვალისწინებული.
მასალის გამოყენების პირობები