10 დეკემბერს 19:00 საათზე საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო თეატრის სცენაზე, თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, წარმოდგენილი იქნება ჟან ანუის ,,ანტიგონე" (რეჟისორი ნანუკა ხუსკივაძე, კომპოზიტორი მიშა მდინარაძე, სცენოგრაფი სოფო კიკაბიძე, კოსტიუმების მხატვარი თეონა შელია). სპექტაკლში მონაწილეობას იღებენ ამავე უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის დრამისა და კინოს მსახიობის სპეციალობის III კურსის სტუდენტები - (ჯგუფის ხელმძღვანელი გიზო ჟორდანია), ასევე შოთა რუსთაველის სახ. აკადემიური თეატრის მსახიობი ნიკა ქაცარიძე.
,,ანტიგონე " - ცენტრალური პრობლემა, პიროვნება და მისი დამოკიდებულება სახელმწიფოსადმი.
,,ანტიგოენე" - ხასიათის ტრაგედია, სრულყოფილი სახე ადამიანის- მოქალაქის, რომელშიც ჰარმონიულადაა შეზავებული ზნეობრივ-სულიერი სიწმინდე, ხასიათის სიმტკიცე და უბრალოება.
,,ანტიგონე"- კრეონის და ანტიგონეს, კანონის და მორალის ურთიერთდამოკიდებულება.
ანტიგონეს ქმედებებს არსებითად განსაზღვრავს რწმენაშეურყეველ სულიერ სიმტკიცესთან თანასწორი მორალი და პიროვნებისთვის აუცილებლად დამახასიათებელი ზნეობრივი მოვალეობის უტყუარი გრძნობა, რაც ესოდენ იშვიათია დღევანდელ დღეს.