საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა საქართველოში ყატარის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს იუნის ჰამზა ჰაიმს უმასპინძლეს. შეხვედრისას მხარეებმა ქვეყნებს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.
ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ყატარის კულტურის მინისტრის სახელით მიხეილ გიორგაძე დოჰაში დაპატიჟა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიპატიჟება მიიღო და საუბრისას აღნიშნა, რომ ორი სახელმწიფოს კიდევ უფრო დაახლოების მიზნით, ყატარსა და საქართველოს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი უახლოეს მომავალში გაფორმდება.