მერლინ მონროს სასიყვარულო წერილები 121 ათას დოლარად გაიყიდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ამერიკელი ბეისბოლისტის ჯო დი მაჯიოს სასიყვარულო წერილი, რომელიც მან მსახიობ მერლინ მონროს მისწერა, აუქციონზე გაიყიდა. სასიყვარულო წერილში მისმა ახალმა მფლობელმა 78 ათას 125 დოლარი გადაიხადა.
უნდა აღინიშნოს, რომ ჯო დი მაჯიო მსახიობის რიგით მერე ქმარი იყო. აღსანიშნავია, რომ წერილი მათი განქორწინების შემდეგაა დაწერილი.
აუქციონზე გაიყიდა ასევე მერლინ მონტროს მიწერილი წერილი, რომელიც უკვე მესამე ქმრის კუთვნილება იყო. უცნობმა მყიდველმა ამ წერილში 43 ათას 750 დოლარი გადაიხადა.
მონრო, რომელიც 1962 წელს 36 წლის ასაკში გარდაიცვალა, ისურვა, რომ მისი წერილები მისი მეგობრისთვის და მასწავლებლისთვის ლი სტრასბერგისთვის გადაეცათ.
მასალის გამოყენების პირობები