რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა ნატოს საჰაერო სივრცე კიდევ ერთხელ დაარღვიეს. Ту-95 და Ту-22 ტიპის 6 სამხედრო თვითმფრინავი ალიანსის რადარებმა ბალტიის ზღვის აკვადორიაში დააფიქსირეს. მას შემდეგ, რაც „ნატოს" საჰაერო სივრცეში ალიანსის გაერთიანებული ძალების თვითმფრინავები გამოჩნდნენ, რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა ტერიტორია დატოვეს. მომხდართან დაკავშირებით რუსულ მხარეს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
მასალის გამოყენების პირობები