,,ხოფის ბაზარში" მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ბათუმის მერიის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსმა , ხუსეინ სირაბიძემ განაცხადა, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და ცოტა ხანაში მის სრულად ლიკვიდაციასაც მოხდნენ.
მისივე განმარტებით, ხანძრის შედეგად, დაახლოებით, 500 კვ.მ ფართი დაიწვა.
,,ამ დროისთვის ხანძარი, თითქმის, ლოკალიზებულია და რამდენიმე წუთში მის ლიკვიდაციას მოვახდენთ. დაახლოებით, 500 კვ.მ ტერიტორია დაიწვა სადაც შერეული საქონლის კონტეინერები იყო განთავსებული, მათ შორის საახალწლო პიროტექნიკა. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ხუსეინ სირაბიძემ.